ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას გადასცემს. ნობათი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით სასადილოებში გაიცემა.
მერიის ინფორმაციით, 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტია გათვალისწინებული, 2-3-სულიან ოჯახზე - 2 სასაჩუქრე პაკეტი, 4-5-სულიან ოჯახზე - 3 სასაჩუქრე პაკეტი, 6-7-სულიან ოჯახზე - 4 სასაჩუქრე პაკეტი, 8-9-სულიან ოჯახზე - 5, 10-11-სულიან ოჯახზე - 6 სასაჩუქრე პაკეტი, 12-13-სულიან ოჯახზე - 7 სასაჩუქრე პაკეტი, 14-15-სულიან ოჯახზე - 8, ხოლო 16-სულიან ოჯახზე 9 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა.
თითოეულ პაკეტში შედის:სააღდგომო პასკა, არა ნაკლებ 900 გრამისაკვერცხი - 10 ცალიწითელი, მშრალი ღვინო - 0,75 მლ-იანიშოკოლადის კანფეტი - 1 კილოგრამიკარამელის კანფეტი - 1 კილოგრამიგაყინული ქათამი - წონა არა ნაკლებ 900 გრამისანაღების კარაქი - არანაკლებ 200 გრამისამცენარეული ზეთი, რაფინირებულიხმელი ლობიო - 900-გრამიანი პაკეტით იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არ არიან, სასურსათო კალათის მისაღებად განცხადებით შეუძლიათ მიმართონ თბილისის მერიას. დამატებითი დეტალები კი შეგიძლიათ მერიის ცხელ ხაზზე გადაამოწმოთ: 2 72 22 22