დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
სპორტული ჟურნალისტი, ნიკა მითაიშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელი ქალის, თამარ ახობაძის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ირკვევა, თამარ ახობაძე, იგივე „ხიფომ“ საკუთარი ტაქსის კომპანია შექმნა და მომხმარებლებს ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისაგნ განსხვავებით, დაბალ ტარიფებს სთავაზობს.
რატომ შეიძლება გახდეს სხვებისთვის მოტივაცია ეს, ამას ჟურნალისტი ფეისბუკ-პოსტში განმარტავს:
„ხიფო“ ქალთა ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელია. დიდი ხანია მას ტრავმა აქვს და სრულფასოვან ვარჯიშს ან ფეხბურთის თამაშს ვერ ახერხებს. ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ დღევანდელობა თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებისთვის არის მისაღები.. ძალიან რთულია ამ თემაზე ასე საჯაროდ წერა, მაგრამ სამწუხაროდ, მატერიალურად დღეს ბევრს არ ულხინს..
გამონაკლისი არც „ხიფოა“.. დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ, მაგრამ გაცნობის პირველი დღიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ძალიან მოტივირებული, ჭკვიანი და მიზანდასახული ადამიანია. პირველად, როგორც ფეხბურთელი ისე გავიცანი და მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი. შემდეგ საფეხბურთო კლუბ „ელიტას“ ვარჯიშზე ვნახე, სადაც ფოტოებს იღებდა.
გავიფიქრე, ყოჩაღ რა კარგია, როცა შემოსავლის ალტერნატიულ გზებზე ფიქრობ და შენ რესურსს სწორად იყენებ.. იცით, რა მოხდა 2 დღის წინ? ფეისბუქზე ვსქროლავდი და ამომიგდო ჯგუფი „ახო-ტაქსი“.. დავინტერესდი და ჯგუფში გავწევრიანდი. რაც იქ წავიკითხე, ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია გახდა..
იცით რას აკეთებს ახალგაზრდა 27 წლის გოგო? საკუთარი ტაქსის ქსელი შექმნა და რატომ იცით? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ფინანსური შემოსავლისთვის, მაგრამ მთავარი იდეა რა არის? „იანდექსმა“ და „ბოლტმა“ ტარიფი ძალიან გააძვირა.. „ხიფო“ კი კლიენტებს შედარებით დაბალ ტარიფს სთავაზობს და ასე თავის საქმეს პოპულარიზაციას უკეთებს. ბევრი გოგო გინახავთ მის ასაკში, რომელიც ტაქისზე მუშაობს? მე არა!
მინდა გითხრათ, რომ ყველას ეს არ შეუძლია. ამას ძალიან დიდი ნებისყოფა და ნერვები სჭირდება.. მე პირადად, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ როცა რაღაცის გაკეთება გინდა, ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს. შეიძლება იფიქროთ, რა უნდა ტაქსაობას ან სურათების გადაღებასო, მაგრამ ასე არ არის! იყო ფეხბურთელი და ამავდროულად, ორი სხვა პროფესია შეითავსო, რომელიც ძალიან შრომატევადია, ურთულესია! მიხარია, რომ მისნაირი ადამიანები არსებობენ.. ვიმეორებ, ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა!! ბრავო, ბრავო, ბრავო და კიდევ ერთხელ ბრავო!!
შეიძლება, რასაც ახლა დავწერ თვითონ ხიფოს არ ესიამოვნოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის მანქანა, რომლითაც მუშაობს სესხით აქვს ნაყიდი და ყოველთვიურად ძალიან ბევრ ფულს იხდის. მეგობრებო, გთხოვთ მაქსიმალურად გააგებინეთ ეს ამბავი ყველას და გვერდში დავუდგეთ მას“. - წერს ჟურნალისტი.