1749646774
ვინ არის ქართველი ემიგრანტი დიჯეი-მომღერალი, რომელიც Grammy 2024 -ის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა

ლოს-ანჯელესში, მომღერლების და მუსიკალური ინდუსტრიის მოყვარულთათვის წლის მთავარი მოვლენა Grammy Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ „გრემი“ 2024 წლის გამარჯვებულები დაასახელა.
„გრემის” რიგით 66-ე ყოველწლიური დაჯილდოებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ღონისძიებას ლოს-ანჯელესში მდებარე Crypto.com Arena-მ უმასპინძლა. ცერემონიას, გასული წლის მსგავსად, კომიკოსი ტრევორ ნოა გაუძღვა.
რიგით 66-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი ფიბი ბრიჯერსი გახდა. ამერიკელმა მუსიკოსმა 4 ჯილდო მიიღო. წლევანდელი „გრემი“-ს დაჯილდოება განსაკუთრებული იყო მაილი საირუსისთვის, რომელმაც მუსიკალური კარიერის განმავლობაში პირველი „გრემი“ გადაეცა. მომღერალმა სიმღერით Flowers საუკეთესო პოპ სოლო შემსრულებლის და წლის ჩანაწერის ნომინაციაში გაიმარჯვა. „გრემის“ რეკორდი კი ტეილორ სვიფტმა დაამყარა. მომღერალი პირველი სოლო შემსრულებელია, რომელსაც სხვადასხვა დროს საუკეთესო ალბომის ნომინაციაში ჯილდო გადაეცა.
გარდა ჯილდოებისა, წლის პრესტიჟული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წითელი ხალიჩაა, სადაც ცნობილი ადამიანები დიზაინერების მიერ შეკერილი სამოსით პოზირებენ. წითელ ხალიჩაზე, სტუმრის რანგში, 33 წლის ქართველი დიჯეი-მომღერალი გიორგი ბაღუშვილი გამოჩნდა. გიორგი წითელ ხალიჩაზე საკუთარი გემოვნებით შეკერილი ლუქით წარდგა.
გიორგი ბაღუშვილი: „ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის დაჯილდოება თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღონისძიებაა, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი და შემსრულებელი ესწრება, მათ შორის ვიყავი მეც სტუმრის რანგში. ტრადიციულად, წელსაც ღონისძიებამ სრული ანშლაგით და წარმატებით ჩაიარა, მიხარია, რომ ამის რეალურად ნახვის შესაძლებლობა მომეცა. მადლობა ამისთვის ჩემს მენეჯერს, რომელიც მუშაობს Forbes და Usatoday-ში და მოსაწვევი გამიკეთა. დაჯილდოებას რაც შეეხება, წარმატებით ჩაიარა და დღესაც არ წყდება საუბარი“.
გიორგი ბაღუშვილი ქართველი ემიგრანტია, რომელმაც ამერიკაში მოღვაწეობა 9 წლის დაიწყო და საკუთარი შრომით მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. რთული ემიგრანტული პერიოდის გადალახვის შემდეგ, დღეს, აქვს საკუთარი სატრანსპორტო კომპანია, ყავს სატვირთო და ამუშავებს მძღოლს, რაც მისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო არის.
მუსიკას რაც შეეხება, გიორგი მუშაობდა მაიამის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში, მუსიკალურ ხელმძღვანელად, სადაც ყავდა საკუთარი ბენდი და მომღერლები. მონაწილეობდა, ორ დიდ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე - Ultra Miami და EDC Las Vegas, თუმცა არა როგორც შემსრულებლად, არამედ გახმოვანების მიმართულებით და პროფესიულად კიდევ უფრო განვითარდა. დღეს, კი უკრავს კორპორაციულ და სხვადასხვა ღონისძიებებზე. ამ ეტაპზე მუშაობს პროექტზე G Orgy, რომელიც ელექტრონული მუსიკის მსმენელებს დიდ სიურპრიზს ჰპირდება. პირველი სადებიუტო სინგლი - Take Me Higher, რამდენიმე კვირის წინ წარადგინა, რომელმაც ცნობილი შემსრულებლებისგან და და მათი მენეჯერებისგან დიდ მოწონება დაიმსახურა.