ვინ არის კამბოჯელი ბიზნესმენი, რომელმაც „ბათუმის დინამო“ 1 მილიონი ლარით დააფინანსა

კამბოჯელი ოახი

42 წლის ტომას სუ საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში  ბიზნესს ინიციატივით ჩამოვიდა და მალე ქვეყანა ისე მოეწონა, რომ ოჯახიც ჩამოიყვანა. წარმოშობით კამბოჯელი ბიზნესმენი ბათუმში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მისი ბიზნეს-ჯგუფი ბათუმის  ხეივანში ფლობს საინვესტიციო ნაკვეთებს, რომელზეც განთავსდება საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, კვების ობიექტები და განხორციელდება 1 მილარდის ოდენობის  ინვესტიცია.

ბიზნესმენი და მისი კომპანია Lixin Group აჭარაში სოციალური პროექტებითაც არიან ცნობილნი. ყველას ახსოვს ბათუმში გასულ წელს ჩამონგრეული კორპუსი, მერიის მიერ გახსნილ დახმარების ფონდში კომპანიამ 350 000 ლარის ოდენობით თანხა გადარიცხა.

ცოტა ხნის წინ კი Lixin Group-მა “დინამო ბათუმთან“ 1 მლნ ლარის სპონსორობის ხელშეკრულება გააფორმა.

რა ვიცით Lixin Group-ზე? - კომპანია დაარსდა კამბოჯაში 2013 წელს და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი საწარმო კამბოჯას უძრავი ქონების განვითარების დარგში. 8-წლიანი ინტენსიური განვითარების შემდეგ, Lixin Group-მა ჩამოაყალიბა ყოვლისმომცველი მრავალეროვნული ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია უძრავი ქონების განვითარებაზე, ჯანმრთელობისა და კულტურული ტურიზმის,  სასტუმროების, ფინანსების, საერთაშორისო ვაჭრობის, ქონების მენეჯმენტის, კულტურული მედიის, სამედიცინო, ჯანდაცვისა და კვების ინდუსტრიებზე.

კომპანია ფლობს რვა ძირითად ბიზნეს მიმართულებას . ჯგუფის მთლიანი აქტივები 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ჯგუფის საქმიანობის  ფოკუსია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, როგორიცაა კამბოჯა,  სინგაპური, ტაილანდი, ფილიპინები, მიანმარი და ლაოსი, არაბთა გაერთიანებული საემიროები.

ამჟამად ჯგუფი კამბოჯაში 2500 ჰექტარზე Lixin Westport New City-ს აშენებს. მომავალში ეს იქნება ახალი ურბანული ცენტრი.

„საზოგადოებას დავუბრუნოთ ის, რასაც საზოგადოებისგან ვიღებთ“ – ამ პრინციპის დაცვით, Lixin Group ყველანაირად ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ჯანდაცვის სფეროშიც, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ინვესტირებაში.  კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი საქველმოქმედო აქტივობაც.