მძიმე ავარია სანაპიროზე - მოტოციკლი მანქანას შეეჯახა
1753282994
უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი რეფორმების გზაზე, მათი შეზღუდვა მნიშვნელოვანი უკან დახევა იქნება, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.
„უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი რეფორმების გზაზე, მათი შეზღუდვა მნიშვნელოვანი უკან დახევა იქნება. ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა და კანონის უზენაესობის სფეროში პროგრესის გაგრძელება კვლავაც მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ხელი მოაწერა უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონს. ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. მას შემდეგ, რაც რადამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს, უკრაინის ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.