თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
გასულ კვირას „პრაიმტაიმის“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ქუჩის მუსიკოსის სიმღერის ვიდეო, რომელსაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 1 კვირაში ვიდეომ დააგროვა ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა და 40 000-ზე მეტი მოწონება. პირად შეტყობინებებში უამრავი ადამიანი გვთხოვდა, რომ ამ ბიჭთან დაგვეკავშირებინა, მათ შორის იყვნენ მუსიკალური პროდიუსერებიც.
„პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა უკეთ გაგაცნოთ ქუჩის მუსიკოსი რატი სიმონია და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:
რატი მას შემდეგ, რაც შენი სიმღერის ვიდეო დავდეთ ჩენს გვერდზე, ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, გვითხარი რა შეიცვალა ამ ერთ კვირაში.
რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა მუსიკალური პროდიუსერი და 26 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მაქვს კონცერტი, ნუგზარ თუშიშვილის საღამოსთან დაკავშირებით, სადაც შევასრულებ იმავე სიმღერას, რაც თქვენ განათავსეთ.
შენს შესახებ, რომ მოგვიყვეთ, რას საქმიანობ, რითი ხართ დაკავებული ამ ეტაპზე?
ვარ სტუდენტი, ვაპირებ კონსერვატორიაში ჩაბარებას, ასევე ვსწავლობ „ნიჭიერთა ათწლედში“, მსურს რომ კლასიკურ მუსიკას გავყვე, ასევე ვარ ოპერის მომღერალი. ვმღერი ქუჩაშიც, ჩემს მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ეს ყველაფერი კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
სამომავლო გეგმებზე, რომ გვესაუბრო...
როგორც უკვე გითხარით ვაპირებ კონსერვატორიაში ჩაბარებას, მსურს, რომ კლასიკური მუსიკა უფრო წინ წამოვწიო საქართველოში, ვიდრე დღეს არის.
პირადში რა ხდება?
პირადში ამჟამად არაფერი არ ხდება, მხოლოდ კარიერისკენ ვარ მიზანმიმართული.