ზელენსკიმ პირობები დაასახელა რა შემთხვევაში განიხილავს უკრაინა ნეიტრალურ, ბლოკსმიღმა სტატუსს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში დაასახელა თუ რა შემთხვევაში წავა პუტინთან მოლაპარაკებაზე.

 მისი თქმით, ქვეყნის იმ ტერიტორიებზე საიდანაც რუსი სამხედროები გავიდნენ ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს, რაც გენოციდია.

„მე უნდა დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები. ამიტომ რთული სათქმელია, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რაიმე სახის მოლაპარაკება რუსეთთან, იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთეს - ეს პერსონალურ დონეზეა. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა, ეს უნდა გავაკეთო. ნებისმიერი ომი უნდა დასრულდეს. მე როგორც პრეზიდენტი ვამბობ, დიალოგის გარდა სხვა გზა არაა, თუ არ გვინდა ასიათასობით და მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შეთანხმება ორ მხარეს შორის.

მინიმალური, რომლითაც დეოკუპაცია უნდა დავიწყოთ რუსეთის ჯარების 100%-იანი გაყვანაა იმ საზღვრებში მაინც, რომლებიც 24 თებერვლამდე არსებობდა. ეს საშუალებას მოგვცემს სხვა საკითხების განხილვა დავიწყოთ დეოკუპაციაზე და იმაზე თუ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ამის შემდეგ. ასე რომ, ჯერ ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. ამის შემდეგ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა. როდესაც ომის დასასრული დადგება, შემდეგ განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს, ნეიტრალურ, ბლოკსმიღმა სტატუსს, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტისა და ძლიერი არმიის შენარჩუნებით. და თუ ეს შეთანხმება დაირღვევა, ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობა," - განაცხადა ზელენსკიმ.