ვინ არიან ავარიის შედეგად დაღუპულები - გლოვის ნიშნად კულტურული ღონისძიებები გაუქმდა

პოლიცია

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცები, გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდრიდან არიან.

48 წლის მალხაზ ბერიკაშვილი და 42 წლის ავთანდილ ჯოხაძე, გურჯაანიდან ლაგოდეხისაკენ მიმავალ გზაზე, დაიღუპნენ.

მსუბუქი ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მდინარეში გადავარდა.

ავტომობილში მყოფი ორივე პირი გარდაიცვალა. ერთი გარდაცვლილი, მაშინვე ხოლო მეორე დაღუპული, სამაშველო სამსახურის ჩარევის შედეგად დაიძებნა.

ერთ-ერთი გარდაცვლილი,  მალხაზ ბერიკაშვილი, გურჯაანის კულტურის ცენტრის თანამშრომელია. ცენტრმა უახლოეს დღეებში ყველა ღონისძიება გააუქმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.