იუთუბერი იმ კაცმა დაჭრა, რომელსაც ვიდეოს ჩაწერისას გაეხუმრა

ტენერ კუკი

აშშ-ში 21 წლის იუთუბერი ტენერ კუკი უცხო კაცმა დაჭრა, რომელსაც ვიდეოს ჩასაწერად „გაეხუმრა". ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ტენერ კუკს იუთუბზე 41 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და ხშირად დებს ვიდეოებს, რომლებშიც უცხო ადამიანებს ზოგჯერ არც ისე სასიამოვნო ოინებს უწყობს. როგორც ჩანს, ტენერის ახალ "სამიზნეს" იუთუბერის ქცევა არ მოეწონა, რაც ტენერის დაშავებით დასრულდა.

„უბრალო ხუმრობა გავითამაშე, რომელიც ამ კაცმა კარგად არ მიიღო და მესროლა", — განაცხადა იუთუბერმა, რომელიც ახლა საავადმყოფოში წევს.

საავადმყოფოში მიყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფს ოპერაცია დასჭირდა. კაცმა ტენერს ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა, რის შემდეგაც ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა გახდა საჭირო.

გამოძიების თქმით, ტენერის "ხუმრობა" ბრალდებულისთვის Google Translate-ის გამოყენებით გარკვეული კითხვების დასმას გულისხმობდა, რაც ამ უკანასკნელს არ ესიამოვნა. ტენერ კუკის თქმით, ბრალდებულმა მას სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე, პირდაპირ ესროლა.

ტენერის ოჯახის განცხადებით, გადაღებული ვიდეო, რომელშიც თავდასხმა ჩანს, ახლა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. თავად იუთუბერის თქმით, ამ ინციდენტის მიუხედავად, ვიდეოების გადაღებას არ შეწყვეტს.