VIDEO: „არც გაბედოს ვინმემ ძიება, ვიდეო ვინ გადაიღო!“ - ქუთაისის სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტს იკვლევენ

ძალადობა

ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია იკვლევს ისტორიის მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.

ვიდეო მეექვსეკლასელი მოსწავლის შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ სოციალურ ქსელში 5 აპრილს გაავრცელა სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა.

ნინო კვიჟინაძე წერს, რომ ვიდეო შვილმა გაუგზავნა და ყველას მოუწოდებს არ გაბედონ ვიდეოს ავტორის ვინაობის გარკვევა - „ბავშვები თავს ისე იცავენ, როგორც შეუძლიათ“.

„არ ვაკონკრეტებ ამ წუთში სახელს და გვარს ამ მასწავლებლის რომელიც საქართველოს ისტორიას ასწავლის ხალხნოოოოო, საქართველოს ისტორიას რომლის ძალადობა წლებია ვერავინ შეაჩერა სკოლაში…

თუ არ გაანთავისუფლებს დირექტორი დაუყოვნებლივ სკოლიდან ამ პედაგოგს პირობას გაძლევთ გამოვიძახებ სპეციალურ სამსახურს რასაც დირექტორიც მიყვება მერე…დირექტორი რომლის პირდაპირი მოვალეობა იყო აღეკვეთა ეს ძალადობა ბავშვების მიმართ რაც ხდება სკოლაში…მართლა ჩალით კი არაა დახურული ეს ქვეყანა…არსებობენ ადამიანები ვინც სამართლებრივ ზომებს მიიღებენ.

ჩემი შვილი შენი შვილი მთელი სკოლა ხედავს ამ ძალადობას და ხმა ამოიღეთ მშობლებო!..
არ გაუშვათ ბავშვები სკოლაში გამოაცხადეთ ბოიკოტი სანამ არ შეიცვლება ეს სიტყვით აუღწერელი უზრდელობა და ბოროტება!

მთელი ქუთაისი მოვა ამ სკოლასთან პირობას გაძლევთ თუ არ შესრულდება პირობა რომ აღარ გაბედოს ვინმემ ასე მოექცეს ბავშვებს!

არც გაბედოს ვინმემ ძიება ვიდეო ვინ გადაიღო ზეწოლის მიზნით ბავშვებზე… ჩვემმა შვილმა გამომიგზავნა და სწორადაც მოიქცნენ მანამდე უნდა გადაეღოთ და ამდენს ვეღარ გაბედავდა! როგორც შეუძლიათ ისე იცავენ თავს ბავშვები.