პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
8 წლის დათი ქოქრაშვილს, რომელიც ისრაელის კლინიკაშია, ხვალ მორიგ ოპერაციას უკეთებენ. ოჯახის ახლობელი საზოგადოებას კვლავ დახმარებისკენ მოუწოდებს.
„მეგობრებო, დათიკოს ხვალ დილით უკეთებენ კიდევ ერთ ოპერაციას, ვილოცოთ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, გთხოვთ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ დათისათვის, ყველამ ვიცით მე-5 თვეა ტელაშომერის ყველაზე ძვირად ღირებულ კლინიკაში მკურნალობს და ძალიან დიდ ხარჯებთან გვაქვს საქმე, მისთვის თითოეული შეკელი, ლარი, დოლარი, ევრო მნიშვნელოვანია. სიკეთე გადამდებია. მშვიდობიანი ღამე მოგვცეს უფალმა. “ - წერს თეა ცხადაძე.