VIDEO: „...ისევ გაუარესდა მისი მდგომარეობა“ - უახლესი ინფორმაცია დათის ჯანმრთელობის შესახებ

dati

ისრაელში მცხოვრები ქართველი თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში შარტავას ქუჩაზე დაშვებული მოზარდის, დათი ქოქრაშვილის მდგომარეობის შესახებ უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.

„მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, მსოფლიოში მიმოფანტულო ქართველო ემიგრანტებო, დიდი მადლობა ყველას გვერდზე დგომისთვის, დათი გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თქვენი მადლიერია. ეს ვიდეო რეანიმაციაში როცა იმყოფებოდა მაშინ არის ჩაწერილი. საავადმყოფოში დავალიანების გამო

10 დღეა რაც გადაიყვანეს პალატაში და ისევ გაუარესდა მისი მდგომარეობა, ისევ ახალ ინფექციას ვებრძვით, გუშინაც მაღალი სიცხე ჰქონდა, 39,2 ძალიან გთხოვთ ისევ გავერთიანდეთ, მისთვის თითოეული ლარი, დოლარი, ევრო თუ შეკელი მნიშვნელოვანია. უფალმა დაგლოცოთ, თქვენი სიკეთე არ დაიკარგება,“ - წერს თეა ცხადაძე.

შეგახსენებთ, თუ დათი ქოქრაშვილის ფინანსური დახმარება გსურთ, შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე:

TBC: #GE05TB7962745064300024; BOG: #GE90BG0000000101545483. მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

0901 000 903. (მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის). ზარის საფასურია 1 ლარი.