17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა. მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, თუ როგორ აღნიშნეს მეგის 23 წლის იუბილე, მისთვის საყვარელმა ადამიანებმა. კადრები იმდენად ემოციურია, წარმოუდგენელია ცრემლების გარეშე მისი ყურება… ტორტი, ბუშტები და ფოიერვერკი… ასევე, მეგი ჯაიანის ვიდეოკოლაჟი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მეგის დაბადების დღეზე მისული ადამიანებისთვის. ნაზი ჯაიანი მადლობას უხდის, ყველას ვინც მეგი დააფასა და მისი დაბადებს დღის მისალოცად მივიდა.
„ჩემი 23 წლის კაშკაშა ვარსკვლავი ვერ შესრულებული 23 წელი… მეგიკუნა, იმედი მაქვს სადაც ახლა ხარ, მანდ მაინც აღნიშნავ შენს იუბილეს..
ამ დღეს სულ სიხარულით ვხვდებოდით და 12 საათზე ტორტით ხელში ვულოცავდით ერთმანეთს, მეგი იმდენად ემოციური იყო რომ
სულ ეტირებოდა მეგიკუნა, დღეს შენს წინაშე ჩვენ ვართ უძლურები, ამჯერად ჩვენ ვიტირეთ, მაგრამ
ეს არ იყო სიხარულის ცრემლები, ეს იყო უდიდესი გულის ტკივილის და უსამართლობის განცდის ცრემლები… წინა წელს ერთად ავღნიშნეთ, ულამაზესი იყო და თან უბედნიერესი, რას წარმოვიდგენდი თუ წელს ასე შევხდებოდით შენს დაბადებისდღეს?! ღმერთო, ნუთუ ასე ამძიმებდა ჩემი და აქაურობას?! ნუთუ ამისთვის გაიმეტე?! ნუთუ ყველაზე კეთილიგულის მატარებელი, ყველაზე უბოროტო ადამიანი ასეთ დასასრულს იმსახურებდა ?!
რამდენი რამ ერთად ტრიალებს ჩემს გონებაში და გულში ნეტა იცოდე..
სანამ ვარ, შენ არაფერი არ მოგაკლდება აქ, სანამ ვარ შენთვის შეუძლებელსააც შევძელბ, სანამ ვარ არასდროს არ დავავიწყებ არავის შენს სახელს და სანამ ვარ, სულ იქნები ხსენებაში, ყველგან და ყოველთვის!
ამ ვიდეოთი ვეცადე შენი ყველა ის სიყვარული და მოგონებები გამეზიარებინა ხალხისთვის, მეგობრებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით იყავით, მოხვედით ჩემს დასთან და არ დატოვეთ მარტო…
თქვენდამი ჩემი მადლიერება უსაზღვროა, რომ არა თქვენ, ამ დღეს ასე ვერ ჩავატარებდი, მადლობა ყველა მხრივ გვერდში დგომისთვის..
მადლობა, მადლობა, მადლობა…
განსაკუთრებული მადლობა კი Ekrani Caze / ეკრანი ცაზე თქვენ..
სიტყვებით რთულია გადმოცე რა ემოცია იყო ეს ყველაფერი, თვალებს ვერ ვუჯერებდით რა ხდებოდა ჩვენს გარშემო, ასეთი მტკივნეული სილამაზე, თან ყველაზეე ტკივილის მომტანი ემოციაა, რომელიც ჩვენ თუ გადაგვხდებოდაა არც კი წარმოგვედგინა, თქვენი დამსახურებაა.. მადლობა რომ მანძილის მიუხედავად, არ დაგეზარათ და ყველანაირად გვერდით დაგვიდექით..
ღმერთს მხოლოდ ერთს ვთხოვდი, ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და უბრალოდ მინდოდა რომ ეს ჩვენ არ ვყოფილიყავით…“,- წერს ნაზი ჯაიანი.