VIDEO: წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის გაცვეთილ ფაჩუჩებს მთელ მსოფლიოში ანაწილებენ - ნახეთ, როგორც უცვლიან წმინდანს ფაჩუჩებს

სპირიდონ ტრიმუფუნტელი

წმ. სპირიდონ ტრიმითუნტელი, ქ. ტრიმითუნტის ეპისკოპოსი, ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი მოღვაწე იყო. ის ასევე ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325) მონაწილე და არიოზის მწვალებლობის მამხილებელი წმინდა მამა იყო. მართლმადიდებელი ეკლესიის და დასავლეთევროპულ ეკლესიათა წმინდანის ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 დეკემბერი, ახალი სტილით — 25 დეკემბერი.

მართლმადიდებლური გვერდი მრწამსი ავრცელებს ვიდეოს - როგორ უცვლიან ფაჩუჩს წმინდანს.

იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას სპირიდონს კვიპროსის ქ. ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დანიშნეს. წმინდა მამა არიოზის მწვალებლობის დიდი მოწინააღმდეგე იყო. 325 წ., კრების მსვლელობისას წმინდა სპირიდონმა დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა ერეტიკოსებისათვის, თუ როგორაა ყოვლადწმინდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი.

ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. „აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმინდა სამებაც — სამი პირი და ერთი ბუნება“, — განუცხადა მოწინააღმდეგეებს წმ. სპირიდონმა.წმინდა სპირიდონმა იმპერატორ მაქსიმინუსის პერიოდში დევნა განიცადა, მაგრამ ხანდაზმულობამდე მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა კვიპროსზე, მშობლიურ ქ. ტრიმიფუნტში დაახ. 80 წლის ასაკში.

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული სასწაულებრივად, უხრწნელად არის შემონახული დღევანდელ დღემდე. წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ოქრომკედით შემკული ფაჩუჩები ყოველ წელს სასწაულებრივად ცვდება. წმინდანის უხრწნელ სხეულს აცვამენ ახალ ფაჩუჩებს, ხოლო გაცვეთილს ანაწილებენ მთელ მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო: როგორ უცვლიან წმინდა სპირიდონს ფაჩუჩს.