VIDEO: შეეცვალა თუ არა ლოცვის შედეგად ნაშვილებ ბავშვს სისხლის ჯგუფი

მამა საბა

„რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ შვილად აყვანის თემაზე საუბრისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც  მამა იოანე როსტიაშვილის ლოცვის შედეგად, მასთან მიყვანილ ნაშვილებ ბავშვს სისხლის ჯგუფი შეეცვალა.

 ამ ამბავს სტუდიაში მყოფი სასულიერო პირი მამა საბაც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს ნამდვილი ამბავია:

„შეიძლება, სკეპტიკოსებმა არ დაიჯერონ, მაგრამ ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. ფაქტია, რომ ქრისტიანი ადამიანისთვის დაუჯერებელი არაფერია,“ - ამბობს მამა საბა