სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც თავის ტკივილთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
„თქვენ ახლა ზაფხულში თავი გტკივათ და მე გასწავლით მაგარ რაღაცას, რა არის ამის მიზეზი და როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა მედიკამენტის გარეშე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის, დაძაბულობის თავის ტკივილი. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის უძილობა, ან პირიქით, ზედმეტი ძილი, ასევე ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღება. ასევე საკვების გამოტოვება. ასევე სტრესი ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა ყველაზე ხშირი მიზეზი ეს არის დეჰიდრატაცია.
განსაკუთრებით ახლა ზაფხულში, სხეულს წყალი აკლია. ჩვენ ნერვული დაბოლოებები გვაქვს თავის ტვინის მაგარ გარსზე. როდესაც თქვენი საკმარისი რაოდენობით წყალი არ მიიღეთ, თავის ტვინი მოცულობაში შემცირდა და შეიჭმუხნა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც თქვენ თავი გტკივათ. თუ თქვენ სითხეს მეტი რაოდენობით მიიღებთ, თავის ტკივილი ნაკლებად შეგაწუხებთ. სითხის მიღების შემდეგ ტკივილი მოგეხსნებათ და ეს გაგრძელდება, ვიდრე ორგანიზმში საკმარისი წყალი იქნება. მიიღეთ მეტი რაოდენობის წყალი და ტკივილის შემცირდება“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.