ვრცელდება, ბესიკ ჯაფარიძის, მეტსახელად „მუნჯის“, უახლესი ფოტო - „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

მუნჯი

ვრცელდება, ბესიკ ჯაფარიძის, მეტსახელად „მუნჯის“, უახლესი ფოტო.

„კანონიერ ქურდს“ რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

თბილისსა და რეგიონებში „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პოლიციამ ერთ დღეში 29 პირი დააკავა, კიდევ სამ პირს კი ბრალი წარედგინა. 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

მხარეებზე დაშინებისა და ზეწოლის მიზნით საქმეში ერთვებოდა საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდი“ ბესო ჯაფარიძე, მეტსახელად „მუნჯი“, რომლის თანხმობითაც ბრალდებულები ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ. 

გამოძიების თანახმად, სწორედ „მუნჯი“ იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას „ქურდული გარჩევების“ დროს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრალდებულები დავის ერთ-ერთ მხარეს ან მისი ოჯახის წევრებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.