VIDEO: როგორ გამოიყურება ერთი წლის შემდეგ „ლანჩხუთელი ჰაჩიკო“ - ცნობილი ძაღლის ისტორია დღემდე ბევრს ახსოვს

ძაღლი

„ქართველი ჰაჩიკოს“ ამბავი ბევრმა იცის. ლანჩხუთის ლიანდაგებზე მიტოვებული აკიტას ჯიშის ძაღლის ფოტო სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. ინფორმაციამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია, ასობით ინტერნეტმომხმარებელმა კი ის იმედიანად გააზიარა. ძაღლის დახმარების სურვილი ერთი წლის წინ არაერთმა ადამიანმა გამოთქვა.

ცხოველების უფლებადამცველი ერთი წლის შემდეგ ძაღლის ვიდეოს გვიზიარებს. 

„ლანჩხუთელი ჰაჩიკო. მეორედ დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ. თქვენ, უფრო მეტი ძაღლის გადარჩენა შეგიძლიათ, ყველას, ერთად. ნუ დაფიქრდები, გამოხვიდე თუ არა, კომფორტის ზონიდან თუნდაც ერთი ძაღლის გამო. გამოდი, ეგ ცუდი ზონაა.

რასაც კადრში უყურებთ, მისი უკვე ერთი წლის პატრონის გიორგი ლომსაძის დამსახურებაა. გმადლობ გიორგი და მადლობა ანას და სოსოს, რომ მათი წყალობით შევძელი გადამერჩინა მაგარი ოთხფეხა მეგობარი“,- წერს ეკატერინე ლომიძე.

ლანჩხუთელი ჰაჩიკო დღეს ასე გამოიყურება: