VIDEO: „რატომ გაცვია პიჯაკი გახსნილი ღილებითო“ - რა მოხდა დღეს ერთ-ერთ ავტობუსში

avtobusi

17 წლის ლუკა აბლოთია სოციალურ ქსელში აქვეყნებს კადრებს და ინფორმაციას, რომ მას საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ეს "კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი, რა შენი საქმეა, მე რა მეცმევა-თქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112-ში დავრეკე. ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126-თან გააჩერა მძღოლმა პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი "ქალი" მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს, რადგან ცუდად ვარ ამას რომ ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს.

ამ ნაძირალას და ყველას იმ ავტობუსში ვინც ჩემი უფლებები შელახა, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!
გახსოვდეთ, ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ. ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. გახსოვდეთ ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - წერს არასრულწლოვანი.