„სად არის ნენსი?" - რა მოხდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სახლში

ნენსი

უცნობი მამაკაცი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის სახლში შეიჭრა და მის ქმარს თავს დაესხა, თავდამსხმელი სახლში ნენსი პელოსს ეძებდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მან სახლის კარის შუშა ჩაამტვრია და პოლ პელოსთან დაპირისპირებამდე ყვიროდა: "სად არის ნენსი?".

თავდასხმის შემდეგ პოლ პელოსი კლინიკაში გადაიყვანეს. თავდამსხმელი 42 წლის კაცია, ის პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევის დროს ნენსი პელოსი ვაშინგტონში იმყოფებოდა. 

ნენსი პელოსის ქმარზე თავდასხმა გუშინ, 28 ოქტომბერს მოხდა.