VIDEO: რა შეუძლია ბავშვის ტვინს მუცლად ყოფნისას და როგორ ვითარდება დაბადების შემდეგ - ნევროლოგის საყურადღებო რეკომენდაცია

ჩვილი

ბავშვის ტვინი განვითარების აქტიურ პროცესს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში იწყებს. მეცნიერების თქმით, ნაყოფს შეუძლია ხმებზე რეაგირება, ემოციური ფონის აღქმა და მარტივი ინფორმაციის დამახსოვრება.

დაბადების შემდეგ კი ტვინის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ძილი, გარემო და სტიმულაცია, რაც ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებას განსაზღვრავს.

რა შეუძლია ბავშვის ტვინს მუცლად ყოფნისას, როგორ ვითარდება ის დაბადების შემდეგ და რა როლი აქვს ძილს და გარემოს ? - ამ თემაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში, პროფესორი, ნევროლოგი სოფო ბახტაძე საუბრობს: