წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1770149016
ირანული Shahed-139 ტიპის უპილოტო თვითმფრინავი აშშ-ის ავიამზიდს აგრესიულად უახლოვდებოდა, რის გამოც ის ამერიკულმა F-35 ტიპის მოიერიშე გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო. ინფორმაცია სამშაბათს აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა - იუწყება Dailymail-ი.
“დრონი აგრესიულად მიუახლოვდა ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს გაურკვეველი განზრახვით“,- განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა.
სპიკერმა დასძინა, რომ ავიამზიდი "არაბეთის ზღვაში, ირანის სამხრეთ სანაპიროდან დაახლოებით 500 მილის დაშორებით მიცურავდა, როდესაც ირანულმა Shahed-139 ტიპის დრონმა გემისკენ მანევრირება განახორციელა“.