პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
მოქალაქე გიგი ჭითანავა ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც უხვი ნალექსი გამო გადაადგილება შეუძლებელია.
„მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავაწყდი არც თუ ისე დიდხნიანი წვიმის შემდეგ „დატბორილ“ ზემო ქუჩებს, ეს კონკრეტული ვიდეო უშუალოდ ღრმაღელის მეტროს ზემოთ მდებარე კიბეს გადავუღე. დაახლოებით, 30-40-წუთიანი წვიმის შედეგად გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა.
გიზიარებთ ვიდეოს და სამომავლოდ, ყველა ფაქტს გაგიზიარებთ, რომლებიც შეიძლება კომპლექსურ, თუ მარტივ პრობლემას იწვევდეს და ვიმუშაოთ ერთად საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ამა თუ იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს კონკრეტული საკითხი და ყველა ის ვიდეო, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა, თბილისის და არა მარტო თბილისის გაუმართავ სანიაღვრე სისტემებზე მიგვანიშნებს.“ - წერს მოქალაქე.
ვიდეო ⇓
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
გორში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
1775240373