1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. ბუნებრივია, ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩავლილი შიშის შემდეგ ხუმრობის ხასიათზეც დავდექით.
ყოველი მიწისძვრის შემდეგ ჩნდება უამრავი კითხვა, უნდა გავიდეთ, თუ დავრჩეთ სახლში, კონკრეტული სართული ხომ არ არის საშიში მიწისძვრის დროს, რომელი კორპუსია საცხოვრებლად უსაფრთხო, ძველი თუ ახალი აშენებული - ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმის კითხვებს გეოლოგი ლაშა სუხიშვილი უპასუხებს.
მისი თქმით, კონკრეტული პასუხის გაცემა კორპუსებთან დაკავშირებით რთულია, რადგან სპეციალური კვლევებია საჭირო იმისთვის, რომ განისაზღვროს რამდენად უსაფრთხო ან საზიანოა კონკრეტული საცხოვრებელი.
„უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ. თუ ვართ შენობაში, უნდა დავრჩეთ შენობაში, თუ ვართ გარეთ, ვიყოთ იქ. გადაადგილება, სამყოფი არეალის შეცვლა გარკვეულ რისკებს შეიცავს, გასვლა მოითხოვს კიბის და ლიფტის გამოყენებას, რაც ნაკლებ უსაფრთხოა. რეკომენდაციაა, რომ დავრჩეთ იქ, სადაც ვართ. ის მიღებული პრაქტიკა, რომ მიწისძვრაა და ეზოში უნდა ჩავიდეთ, სწორი არ არის.
თუ ნაგებობას, სადაც ვართ კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომელია საყრდენი კედელი, იქ უნდა დავდგეთ. მაგიდის ქვეშ შესვლაც მიღებულია. ასევე, კარგია სამკუთხედის მეთოდი - მაგალითად, მაგიდა, იატაკი და ამათ შორის გაჩერება, ან დივანი, იატაკი და ამათ შორის გაჩერება დამჯდარ მდგომარეობაში, იმ შემთხვევაში, თუ მძიმე ნივთი წამოვა ზემოდან, სამკუთხედის ყველაზე მაღალმა მხარემ უნდა შეაჩეროს და ჩვენ შუაში მოვექცეთ. ეს არის პირველადი მოქმედება.
არსებობს სხვა რეკომენდაციებიც, ნგრევის შემთხვევაში - თუ მოხდა რამე დაზიანება, ან ნგრევა არ უნდა ავანთოთ ასანთი, რადგან არ ვიცით, გაჟონა თუ არა გაზმა. უნდა ვეცადოთ, რომ ახლოს გვქონდეს რბილი ნივთები, რომელსაც საჭიროებისამებრ, გადავიფარებთ“, - განაცხადა გეოლოგმა.