VIDEO: მყავდა პაციენტი, რომელმაც გაიკეთა ქირურგიული დეფლორაცია. სქესობრივი ცხოვრების დაწყებას ვაპირებ და მეშინია, შეიძლება კონტაქტი გამიჭირდესო - სექსოლოგი

არსენ გვენეტაძე

პროფესორი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე აცხადებს, რომ სოლოსექსუალიზმს (მასტურბაციას) კაცების 96, ხოლო ქალების 76% მიმართავს.

„კვლევა ჩაატარეს 18 000 რესპონდენტზე, 13 ქვეყანაში, სოლოსექსუალიზს კაცების 96%, ხოლო ქალების 76% მიმართავს. სოლოსექსუალიზმი სამედიცინო ტერმინია. 

 როგორც არსენ გვენეტაძე ამბობს, მასთან იყო პაციენტი, რომელმაც ოფიციალურად ითხოვა ქირურგიული დეფლორაციის პროცედურა.

„რაც შეეხება საქალწულე აპკს, აღარც კი მახსოვს, ამის აღდგენის სურვილით ბოლოს ვინ იყო ჩემთან მოსული. მაგრამ ჩემთან იყო პაციენტი, რომელმაც ოფიციალურად ითხოვა ქირურგიული დეფლორაციის პროცედურა. „სქესობრივი ცხოვრების დაწყებას ვაპირებ და მაქვს გარკვეული შიში, კონტაქტი შეიძლება გამიჭირდესო“. ასეთი პაციენტი 3 მყოლია, ვერ ვიტყვი, რომ ბევრია.“ - ამბობს არსენ გვენეტაძე.

ნახეთ ვრცლად ↓