არასრულწლოვანს ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებდნენ და სექსუალურ კავშირს აიძულებდნენ - დაკავებულია ერთი პირი

daakaves

ახალქალაქში, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის იძულებასა და ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარისთვის ერთი პირი დააკავეს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, 21 წლის ბიჭი სამართალდამცველებმა კვირას, 12 თებერვალს დააკავეს, ის ბრალს აღიარებს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა  13 თებერვალს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, არასრულწლოვანის ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა, თუმცა უცნობია უშუალოდ ბრალდებულმა გაავრცელა, თუ საქმეში სხვა პირები მონაწილეობდნენ.

გამოძიება სსკ–ის 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" პუნქტით მიმდინარეობს, რაც სექსუალური კავშირის იძულებას გულისხმობს. გარდა ამისა, დაკავებულს  სსკ–ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ ქმედებას – გამოძალვასაც ედავებიან.

დანაშაული 9–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.