ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ტელეწამყვანი და „ფეისბუქ“ ჯგუფის - „ვეძებ“ შემქმნელი თამუნა მუსერიძე საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომლებიც მას გიორგი ნაზღაიძის არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავენ.
„მინდა გამოვეხმაურო შექმნილ ისტერიკას, მთხოვენ პასუხებს იმ კითხვებზე, რომელზედაც პასუხები მე არ მაქვს. პასუხები არ მაქვს იმიტომ, რომ არის ძალიან მარტივი მიზეზი, მე ვარ მეგობარი და ვთვლი, რომ მეგობრობა არის ადამიანის მიმართ ნდობა და თუ ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ მე მყავს შვილი, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მას ვენდობი და მე მჯერა, რომ მას ჰყავს შვილი, მე რომ არ მჯეროდეს ეს, მაშინ ის ჩემი მეგობარი არ იქნებოდა.
მიზეზი, რატომაც მის შვილზე არ ვსაუბრობ არის ის, რომ პირველ რიგში, ეს სხვისი პირადია, მეორე რიგში, ბავშვი არის არასრულწლოვანი...“, - ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში.