„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ტელე-რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძე “სარკესთან” ამბობს, რომ დედის კვალს მიაგნო. როგორც მოგეხსენებათ, წლებია, რაც ბიოლოგიურ მშობელს ეძებს. იცის, რომ გაშვილებულია, მაგრამ ვინ და როგორ გააშვილა, მისთვის დღემდე უცნობია. ახლა კი ამბობს, რომ ნათესავები უკვე იპოვა.
საკუთარი დედის ძებნაში თამუნამ უამრავ სხვა გაშვილებულს აპოვნინა დედა და დედას – შვილი. ყველაზე დიდი საქმე კი, რაც მან გააკეთა, ის არის, რომ საშინელ საიდუმლოს ფარდა ახადა – წლების განმავლობაში საქართველოში სამშობიაროების თანამშრომლები ჩვილი ბავშვებით ვაჭრობდნენ, ხოლო მათ მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ.
თამუნა მუსერიძე ,,სარკეს” უამბობს, რომ საკუთარი დედის კვალს გენეტიკური ტესტის საშუალებით მიაგნო. გენეტიკურ ტესტებს განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა იტარებს, რადგან იქ არა მხოლოდ იმის ამოკითხვაა შესაძლებელი, რა წარმომავლობის ხარ, არამედ იმისიც, რომელი გენეტიკური დაავადება გემუქრება. თამუნამ ერთ შემთხვევაზე გვიამბო:
-ერთ ქალს უთხრეს, რომ ბიჭი შეეძინა და მაშინვე გარდაეცვალა. ეს ქალი ამერიკაში ცხოვრობს და იქ გაიკეთა გენეტიკური ტესტი. ამოუვიდა გოგო შვილად, რომელიც ცხოვრობს კანადაში. ანუ ბიჭი კი არ გაუჩენია, არამედ გოგო და ცოცხალია! ეს ბავშვი საქართველოდან არის მოპარული 1996 წელს.
– შედგა კონტაქტი დედა-შვილს შორის?
– საქმე ის არის, რომ არ სჯერა, რომ მოპარულია. კანადაში ჩვეულებრივი კულტურაა, რომ ეუბნებიან, აყვანილი ხარ, აძლევენ საბუთებს და ეუბნებიან, ეს არის დედაშენიო. იმ გოგოსთვის წარმოუდგენელია, რომ ვიღაცამ სადღაც კახეთში მოიპარა ბავშვი და კანადაში გაყიდა. არანაირად შედის მის გონებაში, რომ ჩვენთან სამშობიაროებში ასეთი რამ ხდებოდა. შესაბამისად, არ უნდა ბიოლოგიურ დედასთან კონტაქტი.
იცით, ახალი რა ამბავი გვაქვს? ქალმა ჭიათურაში გააჩინა ბავშვი. სამშობიაროში უთხრეს, მოკვდაო. ბავშვი ჭიათურიდან ერთმა ცნობილმა გინეკოლოგმა თბილისში, მეორე სამშობიაროს გვერდზე მდებარე რაღაც ოთახივით მდებარე შენობაში ჩამოიყვანა. იქ მივიდნენ თურმე ისინი, ვისაც შვილის აყვანა უნდოდათ. ოთახში დახვედრიათ 5 გოგო და ერთი ბიჭი. უთხრეს, ექვსივე შვილდება, რომელიც გინდათ, ის აარჩიეთო. აურჩევია ბიჭი და ბავშვის სანაცვლოდ გოჭი და ერთი ბრილიანტის ბეჭედი მიუტანიათ. გოჭში გაცვალეს ბავშვი! აღმზრდელმა დედამ სიკვდილის წინ უთხრა ამ ბიჭს, შენი ბიოლოგიური მშობლები არიან ესენი და ესენი და ასე და ასე გიშვილეთო.
ეს ბიჭი რომ ჩავიყვანეთ ჭიათურაში, მისი ნამდვილი დედა ძლივს მოვასულიერეთ. დღეს ასეთი ათობით ათასი დედა ეძებს მოპარულ შვილს.
წყარო: "სარკე"