„300 არაგველთა შთამომავალი და გუდამაყრელი მგელკაცა ბიჭი“ - დღეს ლაშა ბექაურის დაბადების დღეა

lasha bekauri

დღეს ქართველი ძიუდოისტის, ლაშა ბექაურის დაბადების დღეა. სპორტსმენს 22 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დავით ავალიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„26 ივლისს, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მთიან მხარეში, გუდამაყარში, დაიბადა პატარა ვაჟკაცი ბიჭი „ლაშა“. გელა ბექაურის და ვიკა წიკლაურის ოჯახში, რომელიც მათი ცხოვრების აზრი და სიხარულია.

ამ დროს, 2000 წელს, ვის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს პატარა მთის კაცი, დაბადებიდან 21 წლის შემდეგ, არა თუ საკუთარ სოფელს ასახელებდა, არამედ, მთლიანად საქართველოს.

ხოლო 2004 წელს კი, პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში, ზურა ზვიადაურმა, მონათლა პატარა ლაშა და წმინდა მირონი წაუსვა ამით, ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია - უხილავი ოლიმპიური ესტაფეტი გადასცა ნათლულს და ასე დალოცა.

როცა წამოიზარდა, 300 არაგველთა შთამომავალი და გუდამაყრელი მგელკაცა ბიჭი, მაშინვე მსოფლიო ტატამი ააცამტვერა ევროპის კონტინენტზე და პლანეტა დედამიწაზე მისი მომგები არავინ იყო, ეს ჭაბუკებში, ახალგაზრებში თუ, დიდებში.

ოლიმპიური თამაშები, რომელიც ნებისმიერ სპორტსმენისათვის ცხოვრების ყველაზე უდიდესი ტურნირია, ლაშა, ამ ოცნების ტურნირზე, ტრავმით გაემგზავრა თითქმის ცალი ხელით მოუწია ჭიდაობდა მაგრამ, რომ გავიდოდა ტატამზე საბრძოლველად, მოწინააღმდეგეს ზედ აკვდებოდა, რათა, ქართული დროშის ღირსება დაეცვა გუდამაყრელი, ტატამზე მხოლოდ საბრძოლველად და მოსაგებად გადიოდა, რადგან ტოკიოში წასვლის წინ, მის ლექსიკონში სიტყვა „დავმარცხდები“ საერთოდ ამოღებული იყო.

არავის საწყენად მაგრამ, ლაშას მოწინააღმდეგეს ტატამზე წინასწარ აცახცახებდა და ამანდრაჟებდა. აბა, მთის კაცი და 300 გმირი მეომარი არაგველის შთამომავალი, ვის დაუთმობდა ჩემპიონობას ტოკიოში და აბა, საქართველოში ისე ხომ არ დაბრუნდებოდა, როცა წასვლის წინ, დავით ქევხიშვილმა ზურა ზვიადაურის ოლიმპიური კიმონო ჩააცვა და კიდევ ერთხელ, სიმბოლურად, გადასცა ოლიმპიური ჩემპიონობის ესტაფეტი.

იბრძოლა გმირულად და 90 კილოს, ჩვენს ქართულ წონას, კვლავ დაუბრუნა დიდება და ტიტული ამით კი, არა მხოლოდ საყვარელი ოჯახი გაახარა უსაზღვროდ, არამედ, მთელი ქართველი ერი და კიდევ ის ადამიანი, ვინც მას მირონი წაუსვა და მისი ტრიუმფი გაიმეორა.

ლაშა, გილოცავ შენს დღეს და მადლობა უფალს და ამ დღეს, 26  ივლისს, რომ შენ დაიბადე და ასახელე ჩვენი პატარა ტანჯული საქართველო.  დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებ და ააჟღერებენ ქართულ ლამაზ ჰიმნს უამრავ ქვეყანაში.

მინდა გისურვო ყველაფერი ის საუკეთესო ამ მშვენიერ დედამიწაზე, სადაც მხოლოდ უფლის ნება-კურთხევა იქნება და რაც მთავარია, შენ და შენს ულამაზეს ოჯახის წევრებს, საკეთილდღეოდ გამოადგება. ჯანმრთელობა, სიხარული და ბარაქა არ მოგაკლოს უფალმა. ხოლო ტატამზე კი, გისურვებდი სპორტულ იღბალს და შენი ოცნებების ასრულებას“, - წერს დავით ავალიშვილი.