დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ექიმი დავით გადელია ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეს ღია წერილის უგზავნის. ექიმი წერილში ნიკოლოზის ღირსებაზე, ტრაგედიასა და მის სიძლიერეზე საუბრობს.
როგორც გადელია წერს, ნიკოლოზ წულუკიძეს უცხოდ არ მიიჩნევს და ამის საფუძველიც აქვს: სწორედ ნიკოლოზ წულუკიძემ დაასახელა ის თბილისის საპატიო მოქალაქედ.
„პრაიმტაიმი“ დავით გადელიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ძალიან ძნელია თქვენი ხნის ახალგაზრდა კაცმა, ვინც არც როკ-ვარსკვლავია და არც ჯადოქარი ფეხბურთელი, ასეთი სიყვარული მოიპოვოს ხალხში! თქვენ ეს შეძელით იმ სიკეთის გამოსხივებით, რომელიც მუდამ გიდგათ თვალებში! იმ გენეტიკური ტაქტის გრძნობით, რომლის სწავლაც შეუძლებელია! იმ ინტელექტით, რომლის მიღმა ღრმა ცოდნასთან ერთად დიდი სიყვარულია იმ მოვლენების და პიროვნებების, ვისზეც გადაცემა გაქვთ. ძალიან გვჭირდებით ჩვენ, თქვენს მაყურებელს. ძალიან სჭირდება თქვენ ოჯახს თქვენი სიმხნევის ხილვა- მართლაც მაგალითი იქნება მათთვის... ადამიანი საკუთარ ბედნიერებას წლობით ჭედავს, მაგრამ უბედურება წამშია! სისულელეა როცა ატოლებენ უბედურების ხარისხს- უბედურება არის უბედურება და როგორც წესი, ჩვენზე არაა დამოკიდებული მისი დამანგრევლობის ხარისხი. მეტნაკლებად ყველას გამოგვიცდია, თუნდაც არ გვემჩნეოდეს! უფრო ხშირად, ხილულ ნაჭდევზე უფრო ღრმა და მტკივნეულია სულის უხილავი ნაიარევი.. მთელი ცხოვრება მოუშუშებელიც, მაგრამ ადამიანები რაღაცნაირად ვსწავლობთ ამ ჭრილობით ცხოვრების გაგრძელებას...
არ იფიქროთ, როცა ჩემს ნაწერს წაიკითხავთ, მხოლოდ მოვალეობას ვიხდი- მეც ვიოხებ გულს და თქვენთან ერთად ვცდილობ თავის გამხნევებას; ამასთანავე, საკუთარი გამოცდილებით ვიცი რამდენს ნიშნავს თანადგომა თუნდაც უცხო ადამიანისგან და ზოგჯერ- მით უფრო უცხო ადამიანისგან! თუმცა თავად მე, როგორც რიგით თაყვანისმცემლებს სჩვევიათ, უცხოდ არ მივიჩნევ თავს და ამას გარდა, დამატებითი საფუძველიც მაქვს ახლობელ, საყვარელ ადამიანად ჩაგთვალოთ- სწორედ თქვენ გამომაცხადეთ თბილისის საპატიო მოქალაქედ!
გაცვეთილია, მაგრამ სინამდვილის ასახვის გამოა გაცვეთილი ფრაზა- ცხოვრება გრძელდება, ბევრი სიხარული გაქვთ წინ მთელ ოჯახს, თუმცა ყველაფერ ამასთან ერთად, დიდი სევდის ზიდვაც მოგიწევთ მთელი ცხოვრება. მადლობა, სწორი გადაწყვეტილებისთვის; მადლობა, რომ საკუთარ თავში იპოვეთ ძალა!
დავით გადელია - თქვენი ერთგული გულშემატკივარი, თქვენი ტალანტის რიგითი თაყვანისმცემელი“, - წერს დავით გადელია.