1692302192
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში ეწყობა ასფალტის საფარი, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზის საფარი არასდროს ყოფილა, არსებული გრუნტის გზა კი ამორტიზებული იყო და გადაადგილების დროს მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.