VIDEO: „ეს ნამდვილად დაუჯერებელი იყო...“ - „გვაჩვენე შენი ხმის“ წამყვანი თიკა ფაცაცია მიმართვას ავრცელებს

თიკა ფაცაცია

„რუსთავი 2-ის“ მეგაპროექტი „გვაჩვენე შენი ხმა“, რომელიც საერთაშორისო წარმატებული შოუების ანალოგია და მილიონობით მაყურებელი ჰყავს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში რეიტინგების სათავეშია. მუსიკალურმა შოუმ ძალიან მოკლე დროში მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და მას ყოველ სამშაბათს, ტელეეკრანებთან მოუთმენლად ელიან. 

გუშინ, 5 დეკემბერს, გადაცემა ეთერში არ გასულა. პროექტის წამყვანი თიკა ფაცაცია ერთგულ მაყურებელს მიმართავს:

„პირველ რიგში, უდიდესი მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რომ ასე ძალიან გყვარებივართ. ხომ ვიცოდით, რომ გვიყურებთ, ძალიან გველოდებით, ჩართულები ხართ და ძალიან ჩვენები ხართ, მაგრამ ასეთსაც არ ველოდით, ეს ნამდვილად დაუჯერებელი იყო, თქვენი გამოხმაურება, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გავიდა ამ სამშაბათს „გვაჩვენე შენი ხმა“. 

არ გვინდოდა, თქვენი ყურადღება ჩვენი მხრიდან უყურადღებობით გამოგვეხატა. გამონაკლისის სახით ამ სამშაბათს არ გავიდა „გვაჩვენე შენი ხმა“, მაგრამ ამას ჩვენ ავანაზღაურებთ კუბში, სამმაგად და ათმაგად“, - ამბობს თიკა ფაცაცია. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

ასევე ნახეთ:

ამ 3 ნიშანს, 2023-ის ბოლოს, დიდი ბედნიერება ელის... – ასტროლოგის პროგნოზი

2024 ნაკიანი წელიწადია - რა არ უნდა გააკეთოთ ამ წელს

VIDEO: ინდირა ღომიძემ ავთო გვასალია ააცეკვა - კადრები „გვაჩვენე შენი ხმიდან“