VIDEO: „ეს არასოდეს გაივლის... იქ ახლა უკვე ბნელა“ - გოგა ბარბაქაძე

გოა

„სხვა კითხვებს ნიკოლოზისგან“, მსახიობი გოგა ბარბაქაძე სტუმრობს. 

წამყვანის კითხვას, თუ რაზე იტირა ბოლოს, გოგა პასუხობს, რომ ეს მისი მეგობრის, მსახიობ ნიკა ქაცარიძის დაკარგვას ეხება. 

„ჩემი უახლოესი ადამიანი დავკარგე, ნიკა ქაცარიძე, 24 საათი ერთად ვიყავით, ასე არაფერი მტკენია, ეს არასოდეს არ გაივლის. ახლაც რომ შევდივარ საგრიმიოროში, გვერდით ოთახში იყო და სულ შუქი ანათებდა, ვხვდებოდი იქ როცა ნიკა იყო, ახლაც სულ იქ ვიხედები, თუმცა იქ ახლა სულ ბნელა. რატომ მოხდა ეს, დღემდე ვერ ამოვხსენი.“,- ამბობს გოგა.