VIDEO: „ეს ამბავი არ დაიმალა... მინდოდა არ გამსკდარიყო“ - რა საიდუმლო გაამჟღავნა ავთომ

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. საზოგადოება უკვე აქტიურად განიხილავს მონაწილეების ცხოვრებას. მათ ასევე არ გამორჩენიათ ავთოსა და თეოს განსაკუთრებული ურთიერთობა. თუმცა, როგორც დღევანდელი გადაცემის ანონსიდან ირკვევა ავთოს საცოლე ჰყავს. 

„ცოტა მიმძიმს ამაზე საუბარი. რთულია, მაგრამ ეს ამბავი არ დაიმალა. მინდოდა არ გამსკდარიყო. თეოს ძალიან ახლო ადამიანმა მიწერა. მანაც გაიგო და ალბათ, მთელი პროექტიც გაიგებს, რომ საცოლე მყავს,“ - ამბობს ავთო ჯაფარიძე.

გადაცემა სრულად ტრადიციულად „რუსთავი 2-“ზე 23:00 საათზე დაიწყება.