წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
საგარეჯოს ღამის გმირი, გიორგი არიშვილი, რომელმაც სიკვდილს რამდენიმე ახალგაზრდა საკუთარი სიცოცხლის გარისკვის ფასად გადაარჩინა, უმძიმეს დეტალებს იხსენებს.
„პირველი ზარი რომ განხორციელდა, ჩემი მეგობარი იყო. 4 წუთში ადგილზე ვიყავი... ვიფიქრე, გამვლელი იყო გზაზე და დანით დაჭრა ხალხი. საერთოდ საქმის კურსში არ ვყოფილვარ რა ხდებოდა. მაღაზიაში შევედი, კარი ღია იყო და იქ ვეძებდი დაჭრილებს. ვერავინ რომ ვერ დავინახე, გარეთ ვყვიროდი, სად ხართ თქო. კუთხიდან დამიყვირა ერთმა ადამიანმა, დაწექი, ისვრიანო. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მანქანა დავქოქე და მაქსიმალურად ახლოს მივაყენე, დაჭრილების ჩავსვი და ადგილი დავტოვე.
სრული სიწყნარე იყო იმ მომენტამდე, სანამ დაჭრილები ჩავსვი მანქანაში, მერე სროლა ატყდა, ისროდა ჩვენი მიმართულებითაც. მადლობა უფალს, გავასწარით.
კრიმინალური პოლიციელის თანამშრომელი ამ ადგილას გარდაიცვალა, აქ ესროლა. გზაში მიმავალს მაინტერესებდა, სად იყო ჩემი მეგობარი პოლიციელი - ვიცოდი, რომ იმ საღამოს სმენაში იყო. უკვე საავადმყოფოს ეზოში ვიყავი შესული, შესაბამისად, ვერც მიპასუხებდა, აღარ იყო ცხონებული ცოცხალი.“ - იხსენებს გიორგი არიშვილი.
ნახეთ ვრცლად, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ინტერვიუ