ცნობილია ჭავჭავაძეზე მოკლული კაცის ვინაობა
1741988330
განთიადისას, როცა ირგვლივ სიჩუმეა, დედები ნისლში ჩაფლული მონასტრისკენ მიემართებიან. მზის ამოსვლას აქ, ცისკრის ლოცვა ასწრებს.
ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეში დედების ვედრების ხმა ისმის. ასე იწყება ღვთისმსახურება წმინდა თეკლას დედათა მონასტერში.
მონასტერი გურიაში მდებარეობს. სალოცავის აშენებას სევდიანი ისტორია აქვს.
აქ, ერთ ოჯახში გარდაიცვალა გოგონა, სახელად თეკლა. ძმამ მშობლების სანუგეშოდ გადაწყვიტა აეგო ტაძარი და მონასტერი.
იღუმენია ეფემია 18 წლის იყო, როცა საერო ცხოვრებაზე უარი თქვა და საკუთარი თავი უფალს მიუძღვნა. 12 წელია ყველაზე რთულ გზას მიჰყვება.
მეორე წელია აქ ერთი მონაზონი და ორი მორჩილი ქრისტეს სიყვარულით და ერთმანეთის გვერდში დგომით ცხოვრობენ. ლოცვის შემდეგ, მუშაობენ მიწაზე. უვლიან ყვავილებს, მოჰყავთ ბოსტნეული, უვლიან შინაურ ფრინველებს...
ახლა მონასტერში სააღდგომო სამაზდისია. იღუმენია ეფემია წითელ კვერცხს ღებავს და პასკებს აცხობს
როგორ ცხოვრობს ერთი მონაზონი და ორი მორჩილი წმინდა თეკლას დედათა მონასტერში - შრომით, ერთმანეთის გვერდში დგომით, ქრისტეს სიყვარულით და როგორ ემზადებიან დედები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის
ნახეთ ემოციური კადრები: