როგორ იზეიმეს აღდგომის დღესასწაული ჰოლივუდის ვარსკვლავებმა

აღდგომა

სიკვდილზე გამარჯვების დღე -, ასე უწოდებენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომლის მოახლოებასაც ყოველ წელს, მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის.  ამ მნიშვნელოვანი დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ჰოლივუდის ვარსკვლავებიც. 
 
კარდაშიანები

აღდგომის დღესასწაული  იზეიმეს კარდაშიან-ჯენერებმა.  სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ტრადიციულად კრის ჯენერმა იზრუნა. სხვადასხვა სახის კერძებითა და ორცხობილებით სავსე მაგიდაზე, მან ოჯახის ყველა წევრს ინდივიდუალური საჩუქრები გაუკეთა.  
 
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ვიგებთ, რომ  დღესასწაულის სამზადისში აქტიურად იყვნენ ჩართულები ოჯახის პატარა წევრებიც. 
 

ჯონ ლიჯენდი და კრისი ტეიგენი

კრისი ტეიგენმა და ჯონ ლიჯენდმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იტალიაში, შვილებთან ერთად აღნიშნეს. 
 
„ყველას გილოცავთ აღდგომას“,- დაწერა ტეიგენმა სოციალურ ქსელში. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by John Legend (@johnlegend)


 

სამეფო ოჯახი
 
აღდგომისთვის ტრადიციულად ემზადებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახშიც.  აღსანიშნავია, რომ მათთვის ეს პირველი აღდგომაა, რომელსაც დედოფლის გარეშე ხვდებიან. მეფე ჩარლზმა და დედოფალმა კონსორტმა, კამილა პარკერმა ელისაბედ მეორის ყოველწლიურ სააღდგომო ტრადიციას გააგრძელეს - ისინი დიდ ხუთშაბათს ეკლესიებს ეწვივენ და  გაწეული შრომისთვის  ადამიანებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი მონეტები დაურიგეს. 
 
აღდგომის ღამეს სამეფო ოჯახის წევრები  სააღდგომო წირვას ერთად ესწრებიან,  შემდეგ კი უინძორების სასახლეში მიეგმზავრებიან. როგორც ქეითი და უილიამი ამბობენ,  მათ შვილებს განსაკუთრებით უყვართ თამაში, რომელიც „კვერცხებზე ნადირობის“სახელითაა ცნობილი. ამ დროს ბავშვები მინდორში დამალული ფერადი კვერცხების ძიებით არიან დაკავებული.

 
ბეკჰემები
 
დევიდ ბეკჰემმა ინსტაგრამის პირად გვერდზე ბრუკლინ ბეკჰემის  ბავშვობის ვიდეო და ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.  პატარა ბრუკლინს ხელში დიდი შოკოლადის კვერცხი უკავია. 
 
„ბედნიერი აღდგომა ბექემების ოჯახისგან, გვიყვარხართ“,- დაწერა ცნობილმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by David Beckham (@davidbeckham)


 
მერაია კერი აღდგომას მერაია კერისთან ტრადიციულად კურდღლის ფორმაში გამოწყობილი სტუმარი მივიდა, რომელმაც მომღერალს  ოქროსფერი კვერცხი მიუტანა. გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ დადიან ის და მერაია სახლში და არც ცეკვას ერიდებიან.