დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მომღერალი, მზია გეწაძე ანდრო მჭედლიძის რუბრიკაში „მანქანები“ შემთხვევით გათხოვებაზე და შეუმდგარ სიყვარულზე საუბრობს.
„მკითხავებთან ვარ ნამყოფი და რასაც მეუბნებოდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ, მიხდებოდა.(იცინის) ისეთი უცნაური ცხოვრება მქონდა და ისეთი რამ შემემთხვა, გათხოვებაზე აღარ მიფიქრია. შემთხვევითი გათხოვება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მოვხვდი ოჯახში ღამის გასათევად და დამიტოვეს, აღარ გამომიშვეს... ძალიან უბედური ვიყავი, მაგრამ რა მექნა, ვერაფერი ვერ ვქენი. სულ სხვა მიყვარდა და აღმოვჩნდი სხვაგან. ის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში სულ იყო და ახლაც არის, უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს ის ურთიერთობა, რაც ქალს და მამაკაცს აკავშირებს, ამიტომ ის არის ყველაზე პირველი, ყველაზე სუფთა და ყველაზე წმინდა“,- ამბობს მზია გეწაძე.