დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ქუთაისელმა მომღერალმა მზია გეწაძემ სახელი სიმღერით “ბოშა ქალო” გაითქვა. მისი ეს სიმღერა განსაკუთრებულად ახალგაზრდებს მოსწონთ.
საზოგადოებამ მისი გაცნობის შემდეგ მის საკმაოდ რთულ ცხოვრებაზეც შეიტყო.
„კადრი ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც არ დამავიწყდება - ვდგავარ ჩემი მეუღლის სახლის წინ და ჩემი ქმარი ზემოდან მაყრის ჩემს ტანსაცმელს მე და ჩემს შვილს... ეს კადრი არასდროს დამავიწყდება. ეს იყო ყველაზე საშინელი კადრი ჩემს ცხოვრებაში და უყურებს მთელი კორპუსი. ეს იყო ყველაზე სამარცხვინო, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში...
ახლა ვეტყოდი, მოდი კიდევ გადმომაყარე თავზე ტანსაცმელი, გინდა? მე და შენს შვილს. ხდება ასე საქართველოში...
3 წლის იყო ჩემი შვილი მაშინ და ისევ თვითონ მივიდა მამასთან, როცა დანიიდან დაბრუნდა, 22 წლის იყო. მანამდე, მამას არ უნახავს.
ეს ყველაფერი მე გავიარე, გადავიარე... ხელი მიჯიკა და უფსკრულში გადამაგდო. მთელი ეს წლები მოვცოცავ, მოვბობღავ, ამოვედი უფსკრულიდან და დავინახე დიდი მზე, ყველაფერი განათდა, ხალხო, მადლობა ყველას“ - ამბობს მომღერალი „მთავართან“.