VIDEO: ,,ამბავი, რომელმაც ცხოვრება დამინგრია და დღემდე ვნანობ..." - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძე

ტელეწამყვანი და „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის გამარჯვებული, გიორგი ნაზღაიძე ჰყვება ამბის შესახებ, რომელმაც მისი თქმით, ცხოვრება დაუნგრია და დღემდე ნანობს:

,,არავის არაფერს გიმტკიცებთ, უბრალოდ მაქვს უფლება, რომ მოვყვე ჩემი ამბავი, რომელმაც ცხოვრება უარესად დამინგრია და ვნანობ დღემდე... რამდენჯერ ეკლესიაში შევდივარ, იმდენჯერ უფალს ვეუბნები მადლობას და ვეუბნები ბოდიშს. ეს არის ჩემი პოზიცია. ადამიანმა, რომელთანაც მიმიყვანა მეგობარმა, გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ჩემი რუკა, შევყავდი ოთახში, მახუჭინებდა თვალს, იწყებდა სხვადასხვა მუსიკის ჩართვას, მერე იყო პირადი საუბრები, რჩევები... ყოველი თვალის დახუჭვისას, ვხედავდი მთას, რომელზედაც ავდიოდი, იყო ჯვრის ეკლესია, შევდიოდი და ვანთებდი სანთელს. როდესაც ვეუბნებოდი ამ ადამიანს, მეუბნებოდა რომ ძალიან კარგი რა არისო...

ყოველი ეს სეანსი მანგრევდა... მანგრევდა და მანგრევდა ის რუკა...

ძალიან ცნობილია ეს ადამიანი, შოუ ბიზნესის ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობს, ბევრ მათგანს ცხოვრება აურია... არ ვიტყვი არც სახელს, არც გვარს და არც იმ ადამიანებს, ვინც ჩემ დღეში აღმოჩნდა. მე ჩემი პოზიციით, კიდევ ერთხელ განვმეორდები: შველა არის უფლის სახლში", - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.