შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
54 წლის ასაკში გაჩენილი პირველი შვილი. ნატო მელიქიშვილი და ირაკლი გრძელიძე ნანატრი შვილის მშობლები პირველ ოქტომბერს გახდნენ.
რეპორტაჟი ბედნიერ ოჯახზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტებმა მოამზადეს.
„პირველივე წამიდან, როცა მისი ხმა გავიგე, მივხვდი რომ ეს იყო ბედნიერება. იმ დღიდან ყოველი დღე არის უფრო მეტი და მეტი. შიში იმისა, რომ ასაკი მქონდა, ყოველთვის მქონდა, მაგრამ მეუღლის მხარდაჭერით, ღვთისნებით მოვედით აქამდე. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ დედა გახდე, რა ასაკშიც არ უნდა იყო“,- ამბობს ნატო.