VIDEO: 20-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული „ზურა ბიძია“ პირველ კადრებს აქვეყნებს

ზურა კენჭიაშვილი

ზურა კენჭიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში „ზურა ბიძიასა“ და „Mr GOOD“-ის სახელით არის ცნობილი, 20-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ცოტა ხნის წინ, ტიკტოკზე მისი მორიგი ვიდეო გავრცელდა.

 

@kargiakargiakargia1971 #SIXSEVENGEORGIAGOODGOOD #FORIYOUGLOBAL #VIRAL67 #FYP ♬ оригинальный звук - MR.GOOD

 

@kargiakargiakargia1971

 

♬ оригинальный звук - MR.GOOD

კენჭიაშვილი მოქალაქეების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. მისი დაკავება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს მოჰყვა, რომლებშიც ის გამვლელებს, მათ შორის არასრულწლოვნებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და მათთან კონფლიქტში შედიოდა.

„ზურა ბიძია“ საზოგადოებისთვის მანამდეც იყო ცნობილი ვიდეოებით, რომლებშიც ბავშვებთან კომუნიკაცია და ფრაზა - „კარგია, კარგია, კარგია“ - ხშირად ფიგურირებდა. მისი ეს ქცევა სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა კრიტიკისა და განხილვის საგანი.

✕