VIDEO: 12 რჩევა მათ, ვინც მდუმარე ბერ ნიკოლოზთან მისვლას აპირებს

მამა ნიკოლოზი

მდუმარე ბერ ნიკოლოზს მისი მიმდევრები ბევრ სასწაულს უკავშირებენ. ხშირად აღნიშნავენ, რომ ბერთან მოლოცვის შემდეგ მათი ოჯახის წევრებმა უნკურნებელი სენი დაამარცხეს და სრულად გამოჯანმრთელდნენ. ფონიჭალაში მორწმუნეები ხშირად იკრიბებიან, გარდა დალოცვისა, მამა ნიკოლოზისგან ფულად დახმარებასაც იღებენ და ყოველივე ამისთვის მადლიერებასაც არ იშურებენ.

“მეფე TV“ ავრცელებს 12 რჩევას, რომელიც ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს მანამ, სანამ ბერის კართან მივა:

• შუამავლები თქვენსა და ბერ ნიკოლოზს შორის. 

ბერთან ურთიერთობის დროს საჭირო არ არის შუამავლები, მამაო თავად მიგახვედრებთ ყველაფერს.

ბერ ნიკოლოზთან დიდი ხნის ურთიერთობით მანიპულირება. 

• დამორჩილების მექანიზმები. 

არსებობენ მამაოსთან მყოფი ადამიანები, რომლებიც გვევლინებიან სულიერ მოძღვრებად, ასაღებენ ბერი ნიკოლოზის უახლოეს ადამიანებად თავს, სწორედ ეს დაჯგუფებები ცდილობენ დაიმორჩილონ ახალმისული ადამიანები და კონტროლი მოიპოვონ მათზე. 

სხვადასხვა წმინდანების ავტორიტეტებს ამოფარებულები. 

ბერის გარშემო მყოფი ადამიანები სხვადასხვა წმინდანის ავტორიტეტს იყენებენ, ამბობენ, რომ წმინდანების ცოდნა მათზე გადავიდა, ეს კი შეუძლებელია, წმინდანი ცოდნას წმინდანს გადასცემს.

წიგნებისა და ნაწერების განმმარტებლები. 

ბევრი ადამიანი ბერი ნიკოლოზის ნაწერებს თავიანთი ინტერპრეტაციით განმარტავენ. 

• ბერი ნიკოლოზის ხელნაწერების გადაკეთება. 

• ლოცვების დაწერა. 

მამა ნიკოლოზი მრევლს საკუთარი ხელით დაწერილ „მამაო ჩვენო“-ს გადასცემს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არსებულ ლოცვებს ცვლიან, არასწორი ლოცვით კი ბოროტი ძალა იმორჩილებს ადამიანს.

• ბერ ნიკოლოზზე გარეგანი მიბაძვა. 

• შემოსილნი ბერ-მონაზვნური შესამოსლით. 

• მოგზავნილები. 

• ფულის მოპარვა. 

ადამიანთა გარკვეული ნაწილი მამაოს სახელით სარგებლობს და ბერი ნიკოლოზის სახელით სარგებლობს. სანდოა მხოლოდ ის ერთი პირი, რომელსაც ბერის ლოცვა-კურთხევა აქვს, თანხას შემდეგ გაჭირვებულებს გადასცემენ.

• მოღალატეები.

ზოგიერთი ადამიანი მამაოსგან მიღებულ ინფორმაციას თავიანთი ინტერპრეტაციით ავრცელებენ.