„პირველად ტელეეკრანებზე...“ - ვინ არის და როგორ ცხოვრობს გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე
1775245817
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, ბერდია კუკავა კიევში იმყოფება. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, იგი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია რაზეც მიდიან ხომ იცით, გადაწყვიტა და წავიდა ომში, ძალიან ვნერვიულობ, არ შემაწუხოს არავინ",- გვითხრა კუკავას დედამ.
„დედას ეს ერთი ბიჭი ჰყავს, ძალიან ნერვიულობს. გოგო რუსეთშია გათხოვილი. მამა არ ჰყავს ბერდიას და დედა მარტო დატოვა სახლში. მისი მხრიდან ვაჟკაცური საქციელია... დედას მეზობელი სოფლიდან მამაო აკითხავს, რომ ცოტათი მაინც დაამშვიდოს, მამაოს ეკონტაქტება ბერდია",- გვითხრა კუკავას მეზობელმა.
ზუგდიდის მერიაში, თანამშრომლის უკრაინის ომში წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.