„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ახალგაზრდების ერთიანობაზე ბევრი დაიწერა. თუმცა, ერთ-ერთი გმირის ფოტო ისტორიას შემორჩა. ეს კადრი თავდადებისა და თანაგრძნობის სიმბოლოდ იქცა. მას ვეფხისტყაოსნის გმირებს ადარებდნენ, გამოხმაურებებიც პოზიტიური იყო.
„იცით ერთმა ბიჭმა საოცრად გამაოცა. დიდი ბიჭი იყო, დიდი! აი, ტარიელის და ავთანდილის ხელა.
თავისზე უფრო დიდ მორებს მიათრევდა დაუღალავად, შეუსვენებლად. დათვივით აბიჯებდა და ლომივით ხმაურიანად სუნთქავდა. თავის ძალას შესაბამისად იყენებდა!!! ის ბიჭი, ყველა გოგო და ბიჭი ერთად აღებული საქართველო იყო!“ – წერდა ჟურნალისტი.
ნიკუშა დოლიძე კალათბურთელია. ის ახლა 29 წლისაა, ამბობს, რომ გმირული არაფერი გაუკეთებია. მისთვის გმირები ჯარისკაცები არიან.„გადამეტებული მგონია ჩემს შესახებ ის ეპითეტები, რომლითაც საზოგადოება მამკობდა. გმირობა ჩემთვის სულ სხვა რამ არის, ჩემთვის ასეთები შინდისის გმირები არიან. ქუჩაში გასვლა და ჩემი პატარა წვლილის შეტანა მაშინ გადავწყვიტე, როცა ტელევიზიით შემზარავი კადრები ვნახე.
ჩემი თანატოლი გოგო-ბიჭები შრომობდნენ და მე რომ იქ არ ვყოფილიყავი, ძალიან შემრცხვებოდა. უბრალოდ, გული ვერ გიძლებს, როცა საჭირო ხარ და იქ არ მიხვიდე…
ჩემი ფოტო რომ გავრცელდა, გამოხმაურებები ძალიან პოზიტიური იყო, რაც რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ გმირობა ეს არ არის. ჩემთვის გმირები შინდისის მებრძოლები არიან.
გამოხმაურებებს შორის იყო იუმორისტული კომენტარებიც – ვიღაცა წერდა დათვივით აბიჯებდა და ლომივით სუნთქავდაო, მას უპასუხეს, არ ესროლოთ, ჩვენიანიაო…
ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ის ფაქტი იყო, რომ ბევრი ჩემი ისეთი ნაცნობი გამოვიდა დასახმარებლად, რომლებიც მანამდე, საკუთარ ეზოებს არ დაასუფთავებდნენ.
მირეკავდნენ, რა არის საჭირო, რა გავაკეთოთო. ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველა ერთად დავდექით ხალხის დასახმარებლად. ზოგი წყალს და საჭმელს არიგებდა, ზოგიც ფიზიკურად შრომობდა, ვისაც რა შეეძლო, იმას აკეთებდა.
მხარდაჭერა მართლა გადამდებია და ეს ძალიან კარგია. თუმცა ცუდი ისაა, რომ მაინცდამაინც სტიქია ხომ არ უნდა მოხდეს, რომ ასე დავეხმაროთ ერთმანეთს?!“, – ამბობს ნიკუშა დოლიძე.