ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობამ თბილისში დამანგრეველი პროცესები გამოიწვია.
სტიქიამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორის პოვნა ვერ მოხერხდა. წყალდიდობამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი სტიქიას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
გარდაცვლილებს შორის იყვნენ დები ზარანდიებიც. მათი დედისთვის წლების შემდეგაც საშინლად მტკივნეულია ამ ყველაფრის თავიდან გახსენება.
„იმედი მქონდა,რომ ჩემს გოგონებს ვიპოვიდით….ასეთი ახალგაზრდები და სიცოცხლეზე შეყვარებული ჩემი შვილები, რატომ რისთვის დავისაჯეთ ასე მწარედ?! 14 ივნისს მთელი საავადმყოფოები შემოვიარეთ, იმედს არ ვკარგავდით, რომ ვიპოვიდით ჩემს შვილებს, მერე ხმა გავრცელდა, გოგონები იპოვესო… პირველი იპოვეს მზიურში-ინდირა, შემდეგ რამდენიმე დღეში ლიზის ცხედარი”,- ამბობდა დედა „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ლიზა მაგისტრატურაში ჩასაბარებლად ემზადებოდა. იმ საბედისწერო დღესაც ჩემს დასთან, თათოსა და თავის შეყვარებულ ირაკლისთან ერთად, მასწავლებელთან იყო.
სამივე ემზადებოდა გამოცდებისთვის. მერე ჩემი და სახლში წამოვიდა, ინდირა და ლიზა კი კაფეში წავიდნენ. მათთან იყვნენ ირაკლი ჟორჟოლიანი და სერგი კაპანაძე. თურმე ჯერ ირაკლი ჩამოსვეს სახლთან, შემდეგ, სერგისთან ერთად, ტაქსით, ახალი გზით სახლში წამოვიდნენ და ამ დროს მოჰყვნენ ამ საშინელებაში.
ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია. შეიძლება, მაშინ საფრთხე იგრძნო ინდირამ და ამიტომ დაუკონკრეტა ადგილი, სად იმყოფებოდნენ. ბიჭმა იფიქრა, რომ ტელეფონი დაუჯდა.დედამისიც ელაპარაკა. პირველი საათი დაწყებული ყოფილა. უთქვამთ, ტაქსიში ვართ და მალე მოვალთო.
ბიცოლას ჩასძინებია. რომ გამოეღვიძა და გოგონები სახლში ვერ ნახა, ამის შემდეგ დაიწყო ძებნა. ჯერ იფიქრა, ხომ არ გათხოვდა?.. ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა?! გაგიჟებულები დავრბოდით მერე საავადმყოფოებში, მაგრამ ვერსად ვნახეთ.
მერე ინდირა იპოვეს, ის მანქანაში არ იჯდა… მოხალისემ თურმე, შემთხვევით იპოვა. ხეების გაწმენდა დააპირა და ამ დროს ნახა ცხედარი. ჩვენი ვარაუდით, როგორც ჩანს, ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და ალბათ ასე სცადეს თავის გადარჩენა, რადგან მანქანა ნაპოვნია მეორე დღეს იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ინდირას ცხედარი იპოვნეს, მანქანაში არავინ იყო…
საშინელი ტკივილია ამ ყველაფრის გახსენება ყოველ ამ საბედისწერო წელს ჩვენთვის”, – ამბობდა გოგონების ბიძაშვილი.
დები ზარანდიები ხობის მუნიციპალიტეტში დაკრძალეს. მათ ერთი ძმა დარჩათ ლუკა ზარანდია,რომელიც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია. უმცროს ძმას გოგონები ზრდიდნენ.
თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთიც დააფიქსირეს, რომელიც მალევე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.