VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია,"- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ბოლო ცნობებით, ვერტმფრენში, რომელიც თეთრი არაგვის ხეობაში ჩამოვარდა და აფეთქდა, დაახლოებით 8 ადამიანი იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.