გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რუსკა მაყაშვილი, პირველად დედა 31 ასაკში გახდა. მეორე შვილი კი 34 წლისამ გააჩინა. ქალების დაახლოებით 80 პროცენტი, მშობიარობის შემდეგ ბედნიერების შეგრძნების ნაცვლად, სევდიანი განწყობა, შფოთვა და აპათია ეუფლებათ. არც რუსკა იყო გამონაკლისი. მსახიობმა, გადაცემა „ფარული კონვერტში“ სხვა თემებთან ერთად სამ საკითხზეც ისაუბრა.
„პირველ შვილზე, ილიაზე მსგავსი რამ არ მქონია, ამოცანაც იყო, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ დამმართნოდა და რაღაცნაირად გადავლახე. კატო, რომ გავაჩინე, ისივე იგივე ამოცანა დავისახე, მაგრამ მაინც დამემართა.
ძალიან ცუდად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურშიც გავედი, ჩემს თავს ვერაფერში ვეღარ ვხედავდი. ერთი კვირა ისე გავიდა, რომ საერთოდ არ მძინებია. ერთადერთი ბავშვები მაცოცხლებდა. თავზარდაცემული ვიყავი. ვერაფრით ვშველოდი ჩემს თავს, ვერც ვერავინ მეხმარებოდა.
ჩემი მეუღლე სანდრო, მაქსიმალურად ჩემს გვერდით იყო და ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი შეემსუბუქებინა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას.“- ამბობს რუსკა მაყაშვილი.