„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საზოგადოებას ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის შესახებ საინტერესო ისტორიას უზიარებს:
„ლაშაზე ერთ ამბავს მოგიყვებით: მეათე საუკუნის ჯრუჭის მონასტერი 91 წლის რაჭის მიწისძვრის დროს დაინგრა. ლოდები ხევში ჩაცვივდა. წლების წინ დაიწყო ტაძრის აღდგენა.
ერთ-ერთი ლოდი, წმინდა გიორგის ბარელიეფით, კალაპოტში იყო ჩავარდნილი და ტექნიკა ვერ მიუყენეს, ვერაფრით ძვრა ვერ მოუხერხეს, დიდი ხანი ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გამოსახულების ტაძრის პერანგზე დაბრუნებას, სანამ ლაშა ტალახაძემ არ ამოიღო მიწიდან და მთის წვერამდე ხელით არ აიტანა. ეს იყო სასწაული.“ – წერს სოცქსელის მომხმარებელი.