ვერ შევარდები ვერსად, იქიდანაც გამოვარდები, სადაც ხარ შევარდნილი... - მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვიდეომიმართვას ავრცელებს

manana archvadze

გამსახურდიების ოჯახში კვლავ შიდა დაპირისპირებაა. რამდენიმე დღის წინ, კონსტანტინე გამსახურდიამ განცხადება გაავრცელა, სადაც იმის შესახებ საუბრობდა, რომ ცოტნე გამსახურდიას და მის მეუღლეს, მანანა არჩვაძე-გამსახურდია კოლხურ კოშკში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა.

როგორც „პრაიმთაიმთან“ საუბრისას ანა ჯაბაური ამბობს, ცოტნე სახლში იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ „სხვა ადამიანია შეჭრილი“.

„ზვიად გამსახურდიას ანდერძის თანახმად, რომელიც 1988 წელს არის დაწერილი, თბილისში არსებული კოლხური კოშკი გიორგი და ცოტნე გამსახურდიებს ეკუთვნით. ანდერძის ორიგინალი ჩვენს ოჯახში ინახება. შემდეგ გიორგიმ ჩუქებით გადაუფორმა თავისი წილი დედამისს. მას შემდეგ რაც დადგა საკითხი, რომ ცოტნე თავის სახლში ვეღარ ბრუნდება, უმადურობის მუხლის თანახმად, სასამართლომ მანანა არჩავაძეს უმადურობა გამოუვლინა და მჩუქებელს ანუ გიორგის გაჩუქებული წილი უკან დაუბრუნეს. ეს გადაწყვეტილება მანანა არჩავაძემ გაასაჩივრა და ახლა მეორე ინსტანციას ველოდებით, “- ამბობს ანა ჯაბაური.

განსხვავებული პოზიცია აქვს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, რომლის შესახებაც ვიდეოში საუბრობს:

„მე ასეთი ადვილი დასამორჩილებელი ქალი არ ვარ. „კაგებემ“ ვერაფერი დამაკლო. ზვიად გამსახურდიას ვერ მოერივნენ და ტყვიებით და წამებით მოკლეს. ასე აპირებენ ახლა ცოტნესთვისაც. რაც მოხდა იცოდე, შენი ოჯახის წევრებიანად რა დღეში ჩავარდები ნახავ... იმ დესპანთან ერთად კოლხურ კოშკში, რომ გინდათ... ჩემო მაზლო, ფოტოებს რომ აქვეყნებთ. ვერ შევარდები ვერსად, იქიდანაც გამოვარდები, სადაც შევარდნილი ხარ. მე მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, მათი მიზანია ჩვენი ოჯახის განადგურება. კერძოდ, ჩემი და ცოტნე და გიორგი გამსახურდიებს. 

ამ ქალს (ანა ჯაბაურს)კიდევ ენა დაამოკლებინეთ. მე სად შევალ და გამოვალ, მე კი ნუ მაკონტროლებს, თვითონ ვის შეუხტა, იმაზე ილაპარაკოს. შებრძანდით, ბატონო ვიკიპედიაში და ნახეთ, თქვენი გვარის შესახებ და ასევე გაეცანით, რა არის რეაბილიტაცია, “- ამბობს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

 

ნახეთ ვიდეო: